19 სექტემბერი 2024,   19:26
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა ხელვაჩაურში - დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი პირი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. ინფორმაცია "რუსთავი2-ს" შსს-ში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილები.

როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დღის ამბები