ამორალურია, როცა უმძიმეს ტრაგედიაზეც კი ფეიკ კამპანიას აგებ ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნოდარ ტურძელაძე სოციალურ ქსელში წერს და "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმიანება.
"მავნებლობის, არაპროფესიონალიზმის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის კიდევ ერთი მაგალითი!
ეს სამარცხვინო “ჟურნალისტები” ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ ლაიქიანი ფეიკ გვერდით (,,ქართული ოცნება 41 - ვაკის ახალგაზრდული ფრთა”) ცდილობენ გაავრცელონ ცრუ ინფორმაცია.
უბრალოდ ამორალურია, როცა უმძიმეს ტრაგედიაზეც კი ფეიკ კამპანიას აგებ. თუმცა, მორალზე საუბარი, როცა საქმე ასეთ ტელევიზიებს ეხება, აზრსმოკლებულია.
ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია GD Youth გააგრძელეთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის გვერდით დგომა. თქვენგან ამის არაერთი ღირსეული მაგალითი გვახსოვს!"- წერს ნოდარ ტურძელაძე.