ყიფშიძის სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა - რეკრეაციული სივრცე 3 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდა.
დამონტაჟდა საპარკო ინფრასტრუქტურა, მოეწყო საბავშვო-გასართობი ზონა ატრაქციონებით, დასასვენებელი პავილიონი, განათებისა და სარწყავი სისტემები. განახლდა სპორტული მოედანი, მოეწყო ფიტნეს ზონა. განთავსდა ძაღლების სასეირნო სივრცე, დაირგო 200-მდე ხე-მცენარე და დაიგო ბალახი.
პროექტის ღირებულება 510 ათას ლარს შეადგენს.