15 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
ოპოზიციის მხრიდან შოვის ტრაგედიაზე ქულების დაწერის მოტივაცია ჩანს და ოპონენტები ვიწროპარტიული ინტერესების დაკმაყოფილებას ცდილობენ - მიხეილ სარჯველაძე

"მმართველი გუნდის" წარმომადგენლების შეფასებით, ოპოზიციის მხრიდან შოვის ტრაგედიაზე ქულების დაწერის მოტივაცია ჩანს და ოპონენტები ვიწროპარტიული ინტერესების დაკმაყოფილებას ცდილობენ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის თქმით, რელევანტური იქნებოდა, ოპოზიციას ჯერ იმ კითხვებზე ეფიქრა, რომელთან დაკავშირებითაც თვლიან, რომ საზოგადოებას ინფორმაცია არ მიუღია.

"გაცილებით უფრო რელევანტური იქნებოდა, ჯერ გვეფიქრა კითხვებზე, რომელთან დაკავშირებითაც ისინი თვლიან, რომ საზოგადოებას ინფორმაცია არ მიუღია. ამის შემდეგ გვეკითხა იმაზე, ამ კითხვებთან დაკავშირებით პასუხების მოსაძიებლად, რომელი იქნებოდა ყველაზე რელევანტური ფორმა საპარლამენტო ზედამხედველობისა. აქედან გამომდინარე, ალბათ, ყველაზე სწორი იქნებოდა მსჯელობის ამ სახით წარმართვა, ეს შეცდომა დაუშვა ოპოზიციამ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

როდესაც გამოძიება დაწყებულია, პოლიტიკოსები არ ელოდებიან ამ საკითხებზე გამოძიების რეზულტატებს და საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას იწყებენ, სწორედ ეს გვათქმევინებს ამის შემდეგ, რომ უფრო მეტად პრიორიტეტია პოლიტიკური დისკუსიისთვის, რაღაც ელფერის მიცემა, მეტი დაძაბულობის შემოტანა ამ მიმართულებით, ვიდრე ჭეშმარიტების დადგენა", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები