17 ივნისი 2024,   14:23
ვრცლად
იამაიკელი მუსიკოსის ბობ მარლის შესახებ გადაღებული ფილმების რიცხვს კიდევ ერთი შეემატება - კინოპრემიერა 2024 წელს იგეგმება

იამაიკელი მომღერლის, გიტარისტის, კომპოზიტორისა და სიმღერების ავტორის ბობ მარლის შესახებ გადაღებული ფილმების რიცხვს კიდევ ერთი შეემატება.

იამაიკელი მომღერალი, გიტარისტი, კომპოზიტორი და სიმღერების ავტორი - რობერტ ნესტა მარლი, იგივე ბობ მარლი სოფელ 9 მილში დაიბადა. მაშინ ამ სოფელში ვერავინ წარმოიდგენა, რომ ეს მორიდებული ბიჭი ერთ დღეს იამაიკას მსოფლიო მუსიკალურ რუკაზე მონიშნავდა.

გამორჩეული ხმის მქონე მომღერალი მღეროდა სოციალურ უსამართლობაზე, ტირანიასა და მშვიდობაზე. მისი სიმღერები იყო მოგონებები, რომელიც აღწერდა მუსიკოსის ცხოვრებას. 

ლეგენდარული მუსიკოსის ბობ მარლის შესახებ გადაღებული ფილმების ჩამონათვალი ვრცელია - კინოსურათების რიცხვი, რომელიც "მუსიკის პიონერს" ეძღვნება, მომავალ წელს ერთით გაიზრდება. Bob Marley: One Love - ასე ჰქვია რეჟისორ რენალდო მარკუს გრინის ფილმს, რომელიც ბიოგრაფიული იქნება.

ფილმში კიდევ ერთხელ გაცოცხლდება მომღერლის ცხოვრება, რომელიც მოიცავს ხმის ჩამწერ სტუდიებში გატარებულ დროს, კონცერტებსა და ლონდონში მოგზაურობას. კინოსურათში შეხვდებით მიკი და ბიანკა ჯაგერის პერსონაჟებსაც. ფილმის შექმნაში მონაწილეობენ ბობ მარლის ოჯახის წევრებიც.

"პარამაუტ ფიქჩერსმა" 1 წლიანი ქასთინგების შემდეგ, მთავარ როლზე მსახიობი კინგსლი ბენ ადირი დაამტკიცა.

ბობ მარლის ხმა და მუსიკა, მსოფლიოს ყველაზე შორეულ კუთხეებამდეც კი აღწევდა და მსმენელს აბედნიერებდა. რეგეს ჟანრი მალევე საყოველთაო გახდა და საერთაშორისო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.

მუსიკოსის ისტორიას ინახავს როკენროლის დიდების დარბაზი და მუზეუმი, ისევე როგორც ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში. მარლი ავტორია 13 სტუდიური ალბომისა და 133 სინგლის. ბობ მარლის შესახებ ბიოგრაფიული ფილმის მსოფლიო პრემიერა 2024 წლის 12 იანვარს შედგება.

დღის ამბები