"რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის" დამფუძნებელი დავით ჩიხელიძე მოითხოვს მოხდეს ფინანსების გამჭვირვალობის ზრდა და მისი მიზნობრივი გახარჯვა. მისივე განმარტებით, მისი მხრიდან, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების დისკრედიტაცია არ ხდება.
"ჩემს მიერ, გუშინ გამართულ ბრიფინგს, ოპონენტების მხრიდან მოსალოდნელი, მაგრამ არაჯანსაღი რეაქცია მოჰყვა, ჩემს მიერ გაკეთებულ, კანონიერ მოწოდებას და აუდიტის სამსახურისადმი მიმართვას, მოხდეს არასამთავრობო ორგანიზაციების და პარტიების ფინანსების შემოწმება დასავლური დაფინანსების დისკრედიტაცია უწოდეს, მათი(ოპონენტების) ზღვარგადასული პანიკა და შფოთი ზუსტი ინდიკატორია, რომ საქმე უკანონობასთან გვაქვს! სამწუხაროდ ამ ადამიანებს სიმართლის ეშინიათ, უფრო მეტიც სიმართლის დანახვა არ სურთ, ბრიფინგის დროს, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, ჩემი მოთხოვნა, ერთგვარად ხომ არ ნიშნავდა, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების ერთგვარ შეზღუდვას, რაზეც ხაზგასმით ვუპასუხე, რომ დაფინანსების შეზღუდვას არ მოვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ მოხდეს ფინანსების გამჭვირვალობის ზრდა და მისი მიზნობრივი გახარჯვა. აქედან კარგად ჩანს, რომ ჩემი მხრიდან, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების დისკრედიტაცია არ ხდება.
ზოგადად ცხოვრების პრინციპია, როდესაც შენ სუფთა ხარ კითხვის ნიშნების არ გეშინია და პანიკა არ გიპყრობს, ჩვენ კი საპირისპირო სურათი მივიღეთ, არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ ოპონენტთა ქცევა მაფიქრებინებს, რომ ჩემს მიერ გაჟღებული ინფორმაციით, დიდი ტყუილის მხილება დაიწყო, რამაც ოპონენტებში პანიკა გამოიწვია!" - წერს დავით ჩიხელიძე.