19 სექტემბერი 2024,   19:20
ვრცლად
"იყო ჩემზე ძალადობა და შეტრიალებული თემაა. როგორ გგონიათ 17 წლის ბიჭს მე ვცემდი?" - თეა გოდოლაძე მის მიმართ წაყენებულ ბრალდებაზე

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე, მის მიმართ ძალადობის ბრალდების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

როგორც თეა გოდოლაძემ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას განაცხადა, ძალადობის მსხვერპლი თავად იყო, ფაქტთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას კი ადვოკატებთნ საუბრის შემდეგ სოციალური ქსელით თავად გაავრცელებს.  

"იყო ჩემზე ძალადობა და შეტრიალებული თემაა. როგორ გგონიათ 17 წლის ბიჭს მე ვცემდი, თუ როგორ არის საქმე? თუ პირიქით არის და პროკურატურა პირიქით მედავება, რაც აბსოლუტურად ცხადია. როგორ ფიქრობთ, მე მოვერეოდი მამა-შვილს? კაცებს მე მოვერეოდი?

მე ველოდები ჩემს ადვოკატებს, რომ გავავრცელო ინფორმაცია ჩემი "ფეისბუკიდან". ამასთან დაკავშირებით შეფასებას ახლა გავივლი," - განაცხადა "კურიერთან" სატელეფონო საუბრის დროს, თეა გოდოლაძემ.

შეგახსნებეთ, "კურიერის" ინფორმაციით, თე აგოდოლაძე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობაშია ბრალდებული. კერძოდ, პროკურატურამ მას ბრალი წარუდგინა 126-ე პრიმა მუხლით. საუბარია არასრულწლოვნის მიმართ ძალადობაზე. ამჟამად გოდოლაძეს 2 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ხოლო საქმე სასამართლოში განიხილება.

დღის ამბები