დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი ძალადობაშია ბრალდებული - ექსკლუზიური ინფორმაცია თეა გოდოლაძის ბრალდების შესახებ "კურიერმა" მოიპოვა.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი აღნიშნულ საკითხს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ, ვინც ოჯახის ძალადობაშია მხილებული, რატი იონათამიშვილისთვის მისადმი სანდოობის განცდა დაბალია. პოლიტიკოსი აცხადებს, რომ შოვის ტრაგედიისას, თეა გოდოლაძეს საზოგადოება მიზანმიმართულად შეჰყავდა შეცდომაში, რაც იონათამიშვილის თქმით, საზოგადოებაზე ძალადობის ფაქტი იყო.
"ცხადია სხვისი ოჯახური ძალადობები და კრიმინალური ისტორიები შეიძლება ჩემი საქმე არ იყოს, მაგრამ ერთი ფაქტი არის, რომ ვინც ოჯახის ძალადობაში არის მხილებული, მისადმი სანდოობის განცდა ჩემთვის ძალიან დაბალია, საერთოდ არ არსებობს და მეორეს მხრივ, შოვის ტრაგედიის ფონზე, რასაც ჩვენ ვხედავდით ამ ადამიანისგან იმ მიზანმიმართულ შეცდომაში შეყვანას ჩვენი საზოგადოებისა. ფაქტობრივად, ნამდვილად იყო საზოგადოებაზე ძალადობის ფაქტი," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.
რაც შეეხება თავად თეა გოდოლაძის კომენტარს აღნიშნულ ინფორმაციაზე, როგორც მან "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას განაცხადა, ძალადობის მსხვერპლი თავად იყო, ფაქტთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას კი ადვოკატებთნ საუბრის შემდეგ სოციალური ქსელით თავად გაავრცელებს.