თბილისის საკრებულოში ურბანული კომისიის სხდომა კამათისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. დეპუტატები ხვალინდელი სხდომის დღის წესრიგზე მსჯელობენ. სულ 31 საკითხია განსახილველი. ძირითადად, საუბარია თბილისში დაგეგმილ სამშენებლო პროექტებზე, რომელთაგან ხუთს ოპოზიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
ხელისუფლების ოპონენტები სადავოს ხდიან რამდენიმე პროექტს, მათ შორის, ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობას. ოპოზიციამ სხდომაზე სპეციალისტებიც მიიწვია.