თბილისის საკრებულოს სხდომა "ნაციონალურმა მოძრაობამ" პროტესტის ნიშნად დატოვა.
სხდომაზე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ ის სამშენებლო პროექტები, რომლის გაშენებაც იგეგმება, დედაქალაქისთვის ზიანის მომტანია. მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ თბილისის მერმა რეალურად იზრუნოს თბილისელების პრობლემებზე, ზრუნავს "ქართული ოცნების" დეპუტატების, მათ შორის ნინო წილოსანის პრობლემის მოგვარებაზე.
ნადირაძის ამ განცხადებას "ქართული ოცნების" წევრების მხრიდან ირონია და ტაში მოჰყვა.
ამასთან, სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიცია თბილისში დაგეგმილ მშენებლობებს ეწინააღმდეგება და ეკოლოგიურ, ასევე ურბანულ რისკებზე საუბრობს.
არ მეგონა შოვის ტრაგედიის შემდეგ, 4 ძალიან სარისკო პროექტს დღეს გამოიტანდით. კი, ქალაქი უნდა განვითარდეს, მაგრამ პირველ რიგში უსაფრთხოდ უნდა განვითარდეს. ეს სიტყვა "ურბიციდი" არ მოგწონთ. რატომ, რომ ქალაქი მართლა დავღუპოთ?!" - აღნიშნა "ლელოს" წევრმა, ვახტანგ სურგულაძემ.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ოპოზიცია პოლიტიკური დივიდენდებისთვის ხელოვნურ პანიკას ქმნის.
"თვითონ ცდილობდნენ რომ შეექმნათ ხელოვნური ქარიშხლები და რომ არ გამოუვიდათ, დამაცხებინოთ ნიშნად დატოვეს საკუთარი ადგილები. ამ ქალაქის და ქვეყნის წინაშე ფაქტობრივად ყველა დანაშაულზე პასუხისმგებელი ძალა არათუ ცდილობს ამდენი წელია ხელისუფლებაში დაბრუნებას და მე არც ძველის ჩამოთვლას და არც შედარებას, თუმცა ნგრევის შენებად წარმოჩენა და შენების და განვითარების აპოკალიფსად წარმოჩენა, რბილად რომ ვთქვათ არის ძალიან უხერხული," - განაცხადა თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანიძემ.