19 სექტემბერი 2024,   19:24
ვრცლად
მარშალ გელოვანისა და მაჭავარიანის გზის მონაკვეთზე, სადაც იყო ქვები ჩამოყრილი ცენტრალურ გზაზე, 15 წუთში დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები - კახა კალაძე

დედაქალაქის მერის ინფორმაციით, თამარ მეფის ხიდის პანდუსთან, სადაც გზის დატბორვის გამო მოძრაობა შეფერხებული იყო, ამ წუთებში, პრობლემა აღმოფხვრილია. ამის შესახებ კახა კალაძემ მორიგ ვიდეო-მიმართვაში განაცხადა და საზოგადოებას არსებული ვითარება გააცნო.

მისივე ინფორმაციით, მაჭავარიანის გზის ახალ მონაკვეთზე, სადაც უხვი ნალექის შედეგად ნაშალი მიწა და ქვები ჩამოვიდა, გაწმენდითი სამუშაოები 15 წუთში დაიწყება.

"სანიაღვრე სისტემები მუშაობს გამართულად, უბრალოდ იმდენად უხვი ნალექი მოვიდა, ცენტრალური კანალიზაციის პრობლემა, რომელიც დაემატა, ფიზიკურად ვერ ატარებდა ამ მოცულობას და ეს იყო პრობლემა.

რაც შეეხება კონკრეტულ ადგილებს, მარშალ გელოვანისა და მაჭავარიანის გზის მონაკვეთზე, სადაც იყო ქვები ჩამოყრილი ცენტრალურ გზაზე, 15 წუთში დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები, ნახევარი საათი დასჭირდება და მთელი ღამის განმავლობაში დავიწყებთ გზების გაწმენდას, სადაც ქვების ნაშალი არის ჩამოტანილი," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები