ჯონათან ჯანოგლი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას "ტვიტერში" ეხმაურება.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდით იმისთვის, რომ მხარდაჭერა გამოგვეხატა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ამბიციების, ტერიტორიული მთლიანობისა და გაერთიანებულ სამეფოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის იდეისადმი,"- აღნიშნავს ჯონათან ჯანოგლი.