15 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
ირაკლი კობახიძე უკრაინაში ჯუმბერ სილაგავას მკვლელობაზე - ეს არ არის მარტო ქუჩაში ადამიანების მკვლელობა, ვხედავთ იგივე ხელწერას, რაც იყო საქართველოში 2004-201 წლებში

ყველას გვახსენდება ის ხელწერა, რომლითაც გამორჩეული იყო 2004-2012 წლებში საქართველოს ხელისუფლება. კოლექტიური სააკაშვილები და ადეიშვილები იყვნენ გამორჩეული ამ ხელწერით და ალბათ  სიმბოლურია, რომ დღესაც სააკაშვილები და ადეიშვილები იკავებენ ფორმალურ თუ არაფორმალურ თანამდებობებს უკრაინის ხელისუფლებაში- „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინაში, ქალაქ დნეპრში მომხდარ შემთხვევას ეხმიანება, სადაც პოლიციის მიერ მოკლული იქნა ქართველი ჯუმბერ სილაგავა.  
 
"ვხედავთ იგივე ხელწერას, რაც იყო საქართველოში 2004-2012 წლებში. ეს არ არის მარტო ქუჩაში ადამიანების მკვლელობა, ეს არის იგივე ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების გადაფორმება, ადამიანების მკვლელობა, სინამდვილეში, ომი ამ ყველაფრისთვის არის მხოლოდ საბაბი. ხელწერა არის იგივე, რაც არის ძალიან სამწუხარო“-აღნიშნა კობახიძემ. 
 
კობახიძის თქმით, ქართველი ე.წ ლიბერალები  ერთხმად ამართლებენ ამ საზარელ მკვლელობას, რომელიც ჩადენილ იქნა უკრაინაში. მისივე თქმით,  ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ ბუნებას. 

"რაც უფრო მალე გათავისუფლდება უკრაინა სააკაშვილებისგან და ადეიშვილებისგან, მით უფრო უკეთ წარიმართება პროცესები ამ ქვეყანაში. ადამიანის მკვლელობას არც ნასვამობა ამართლებს და არც პოლიციელთან დაუმორჩილებლობა, მით უმეტეს, როდესაც ბავშვების და მეუღლის თვალწინ ხორციელდება მკვლელობა, ეს არის ამაზრზენი დანაშაული და ამასაც კი ამართლებდნენ ქართველი ე.წ. ლიბერალები, ქართველი ნაციონალები. დღეს ისინი არიან გამოფენილები და ერთხმად ამართლებენ ამ საზარელ მკვლელობას, რომელიც ჩადენილ იქნა უკრაინაში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ ბუნებას. საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო, რომ თეორიულად ისინი რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში ზუსტად იგივეს გაიმეორებენ, რასაც აკეთებდნენ 2004-2012 წლებში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ კოლექტიური სააკაშვილ ადეიშვილები არასდროს დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა ეს არასდროს მოხდება, ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებლები და პირველ რიგში, ის ხელწერა არ უნდა დაბრუნდეს საქართველოში, რომელიც ასე მძიმედ დაგვამახსოვრდა 2004-2012 წლებიდან“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები