07 ოქტომბერი 2024,   00:30
ვრცლად
წინანდლის ისტორიულ მამულში, 10 სექტემბრის ჩათვლით, კონცერტებს მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები და ვარსკვლავები ჩაატარებენ

მომდევნო დღეების განმავლობაში კლასიკური მუსიკის ნამდვილ დღესასწაულად გადაიქცევა კახეთი და კერძოდ წინანდალი.

წინანდლის ჭავჭავაძეების მამულში მე-5 საიუბილეო ფესტივალის პირველი კონცერტი ჯანანდრეა ნოზედას დირიჟორობით გაიხსნა. პიანისტმა იეფიმ ბრონფმანმა და პან-კავკასიურმა ახალგაზრდულმა ორკესტრმა, რობერტ შუმანის და პეტრე ჩაიკოვსკის ნაწარმოები შეასრულეს.
წინანდლის ისტორიულ მამულში, 10 სექტემბრის ჩათვლით, კონცერტებს მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები და ვარსკვლავები ჩაატარებენ. 11 დღის განმავლობაში წინანდალში 25 კონცერტი გაიმართება.

წინანდლის ფესტივალი 2018 წელს დაარსდა და უკვე მეხუთედ კლასიკური მუსიკის მოყვარულების ყურადღებას იპყრობს მთელი მსოფლიოდან.

დღის ამბები