20 სექტემბერი 2024,   05:10
ვრცლად
სტიქია კახეთში - თელავის, ახმეტის, გურჯაანის და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში ვენახები დაისეტყვა

სტიქია კახეთში - გვიან ღამით მოსულმა სეტყვამ რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა. ყველაზე მძიმე მდგომარეობა ახმეტის სოფლებშია. სტიქიის შედეგად დაზარალდა თელავი, გურჯაანი, სიღნაღი და ყვარელიც.

დაზიანებულია ვენახები, სასოფლო სამეურნეო სავარგულები, საცხოვრებელი სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები.

სტიქიის ზონაში იმყოფებიან ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ამ წუთებში დაზარალებულ მოსახლეობას ხვდებიან. ამის შემდეგ კი რთველის საკოორდინაციო შტაბის საგანგებო შეხვედრაა დაგეგმილი.

"მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო სიტუაციების მაშველთა კორპუსთან ერთად მყისიერად გავიდნენ ადგილზე, რათა ჩართულიყვნენ გზების გაწმენდის პროცედურაში. ამ დროისთვის აღდგენილია ელექტროენერგიის უმეტესი ნაწილი და გაწმენდილია გზები.

რაც შეეხება საცხოვრებელ სახლებს, ზარალის დათვლის მუტმივმოქმედმა კომისიამ გუშინ გვიან ღამითვე დაიწყო მუშაობა, მიმდინარეობს ზიანის დათვლა, მოხდება შესაბამისი პროცედურების გავლა და დავეხმარებით მოსახლეობას დაზიანებული სახლის სახურავების აღდგენაში.

რაც შეეხება მევენახეებს, თელავის, ახმეტის, გურჯაანის და სიღანის მუნიციპალიტეტებში დაისეტყვა ვენახები. რთველის შტაბთან კოორდინაციის შედეგად, მოხდა ღვინის ქარხნების გახსნა და დღესვე შეეძლებათ გლეხებს, რათა დაზიანებული ყურძენი ჩაიბაროს სახელმწიფომ 90 თეთრად.

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, სეტყვის საწინააღმდეგო შესაბამისმა სამსახურმა კახეთის რეგიონში გუშინ გაისროლა 400-ზე მეტი სეტყვის საწინააღმდეგო ჭურვი. თუ რატომ მოხდა აღნიშნული, ეგ უკვე სპეციალისტების საქმეა და სპეციალისტები გაარკვევენ," - აცხადებს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი.

დღის ამბები