20 სექტემბერი 2024,   04:09
ვრცლად
6 სექტემბერს, თბილისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 6 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ "თელასი" ავრცელებს.

იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი: 

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IX, X, Xა, Xბ მიკრორაიონების, თემქის დასახლების X მიკრორაიონის, მეტრო „სარაჯიშვილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ხევძმარის, თემქის, ჩარგლის და ურეკის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის გამზირის (ნაწილობრივ), ზედაზენის, კოკინაკის, ჯავის, სააკაძის, რიონჰესის, ბენდელიანის, გრუზინსკის, მოლოკოვის, ცისარტყელას და ზესტაფონის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წურწუმიას და ირბახის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭინაძის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), იმედაშვილის, მგალობლიშვილის, დარასელიას, გაგარინის, ოჩამჩირეს, შარტავას, ლვოვის, ონიაშვილის, კაპანელის, გაბუნიების, ჭილაიას, ინტენსიფიკაციის, ხომლის, ქანთარიას და ავთო ვარაზის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ფარნავაზ მეფის, აბაშიძე-ორბელიანის, ვეფხისტყაოსნის, ტარიელის, მეფე მირიანის, ნესტან-დარეჯანის და ნიკო ბურის ქუჩების მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება," - ნათქვამია ინფორმაციაში. 

დღის ამბები