20 სექტემბერი 2024,   03:54
ვრცლად
პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში-ქართველი ფეხბურთელი ოქროს ბურთის ნომინანტების ოცდაათეულშია

პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქართველი ფეხბურთელი ოქროს ბურთის ნომინანტების ოცდაათეულშია. ეროვნული ნაკრებისა და იტალიური "ნაპოლის" ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ფრანგულმა გამოცემამ "ფრანს ფუტბოლმა" ისეთი ფეხბურთელების გვერდით დაასახელა, როგორებიცაა -ლიონელ მესი, ქერიმ ბენზემა, ერლინგ ჰალანდი, რობერტ ლევანდოვსკი და ლუკა მოდრიჩი.

ოქროს ბურთის მფლობელს 30 ოქტომბერს პარიზში "ფრანს ფუტბოლის" გარდა მსოფლიოს ორასამდე სპორტული გამოცემის ჟურნალისტი დაასახელებს, იქამდე ორი თვეა, 22 წლის ქართველ ტალანტს კი უკვე აქვს საყოველთაო აღიარება.

ხვიჩა კვარაცხელია უკვე დასახელებულია უეფას ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად, აქვს იტალიის სერია ა-ს 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსიც. კვარაცხელიას ძალიან დიდი შრომის შედეგად კი "ნაპოლი", 33-წლიანი პაუზის შემდეგ, იტალიის ჩემპიონი გახდა.

ახლა ნაკრების ფეხბურთელი თბილისშია და ხვალინდელი მატჩისთვის ემზადება. კურიერის ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც მის ოქროს ბურთის ნომინანტების სიაში მოხვედრას შეეხებოდა, კვარაცხელიამ თავმდაბალი პასუხი გასცა- "ძალიან სასიხარულოა, მაგრამ ახლა, ესპანეთთან თამაშის გარდა, არაფერზე ვფიქრობ!"

დღის ამბები