სტიქია კახეთში - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ზარალს ითვლიან. უამინდობის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა სოფლები კაბალი, ბაისუბანი, გურგენიანი და ფონა.
წვიმამ, სეტყვამ და ძლიერმა ქარმა სახურავები ახადა სახლებს, წააქცია ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები.
ამ დრომდე სავადმყოფოში რჩება ხის წაქცევის შედეგად დაზარალებული ქალი.
რეგიონში მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, გაიწმინდა გზები და აღდგა ელექტროენერგია.
ავტორი: ლუკა ჩანგელია