06 ოქტომბერი 2024,   23:15
ვრცლად
"ჩვენი კიბის ქვევით რაც არის, ეს მიწა ყველაფერი დილიდან წაღებულია... ვტოვებთ სახლს..." - მეწყერმა ნატანებში სახლების და ეზოების ნაწილი წაიღო

რთული ვითარებაა ოზურგეთის სოფელ ნატანებში - მოსახლეობის ნაწილი საცხოვრებელ სახლებს ტოვებს. მათ ეზოებში მიწის მასაა ჩამოწოლილი. სახლების ნაწილის ფასადები დაბზარულია.

მეწყერმა სახლების და ეზოები ნაწილი წაიღო.

"გუშინ ღამით დაიწყო წვიმა და დილით რომ ავდექით, ჩვენი კიბის ქვევით რაც არის, ეს მიწა ყველაფერი დილიდან წაღებულია. საგარაჟე რაც იდგა იქით მხარეს, დღეს ჩემს თვალწინ წაიღო ყველაფერი. სახლი გაბზარულია და ისეთი სიტუაციაა, რომ ვალაგებთ ახლა და ვტოვებთ სახლს. დღეს აქ ვეღარ დავრჩებით. რა დროს წავა და დაიშება არავინ იცის. იქით იმხელა ხეები წაიღო, არ ვართ დაზღვეული, რომ სახლსაც არაფერი მოუვა," - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი დაზარალებული მარიკა დობორჯგინიძე.

დღის ამბები