20 სექტემბერი 2024,   04:05
ვრცლად
"ძალიან დიდ საშიშროებაში მოვყევით... უღრმესი მადლობა მათ, რომ შეძლეს ჩვენი ოჯახების გაყვანა" - რას აცხადებენ სტიქიის ზონიდან გამოყვანილი მოქალაქეები

ოზურგეთში, სტიქიის ზონიდან მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას გადაჰყავთ. პროცესში ყველა შესაბამისი სამსახურია ჩართული. როგორც ადგილობრივები მედიასთან საუბრობენ, ადგილზე საშიშროება რჩება, შესაბამისად, მაშველებმა მათი ევაკუაცია მოახდინეს.

"ჩამოწვა მეწყერი, ძალიან დიდ საშიშროებაში მოვყევით, ვითხოვდით შველას. უცებ ნამდვილად ვერ მოახერხეს მოსვლა იმიტომ, რომ ყველა მხრიდან ჩაკეტილი იყო აქაურობა და ვერანაირად მოხერხდებოდა მოსვლა, თუმცა როდესაც შეძლეს მოსულიყვნენ, უღრმესი მადლობა მათ რომ შეძლეს ჩვენი ოჯახების გაყვანა და გაჰყავთ დღესაც," - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

შეგახსენებთ, რომ გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია სამი ცხედარი.

 

დღის ამბები