20 სექტემბერი 2024,   04:56
ვრცლად
სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას, "ქართული ოცნების"კახეთის რეგიონული ორგანიზაცია ეხმარება - პირველადი მოხმარების საგნებით დატვირთული მანქანა ლაგოდეხიდან უკვე დაიძრა

გურიაში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას, "ქართული ოცნების"კახეთის რეგიონული ორგანიზაციაც ეხმარება. საყოფაცხოვრებო ნივთებით, პროდუქტებითა და პირველადი მოხმარების საგნებით დატვირთული მანქანა ლაგოდეხიდან, სტიქიის ზონისკენ უკვე დაიძრა.

ადგილობრივ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პარტიის წევრებმა თავად გამოთქვეს სურვილი საქველმოქმედო კამპანიაში ჩართვის და დაზარალებულების დახმარების.

ლაგოდეხის მსგავსად, დღესვე, სიღნაღიც ჩაერთვება პროცესში. ასვე,მომდევნო დღეებში კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც შეგროვდება საჭირო ნივთები და პროდუქტები, რაც ეტაპობრივად გაიგზავნება.

დღის ამბები