გურიაში, სტიქიით დაზარალებულებისთვის ჰუმანიტარული დახმარების დარიგება გრძელდება. პირველადი საჭიროების ნივთები, ჰიგიენის საშუალებები და საკვები, "ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლების ინიციატივით შეგროვდა. დახმარება უკვე მიიღო 250-ამდე ოჯახმა.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და სტიქიით დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში მოქმედებს ცხელი ხაზი. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას მოუწოდებენ ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს.