15 ნოემბერი 2024,   23:44
ვრცლად
მამუკა მდინარაძე - თაგვმა თხარა და კატა გამოთხარა - ეს დაემართა "ნაცმოძრაობას", სამი დღის განმავლობაში დაალაგეს სრული ფეიკი, სიცრუე, რომ პრემიერმა სახელმწიფოს ხარჯით კერძო ფრენა განახორციელა

თაგვმა თხარა და კატა გამოთხარა - ეს დაემართა "ნაცმოძრაობას", სამი დღის განმავლობაში დაალაგეს სრული ფეიკი, სიცრუე, რომ პრემიერმა ღარიბაშვილმა სახელმწიფოს ხარჯით კერძო ფრენა განახორციელა. ძალიან მოკლე ფეხები აღმოაჩნდა ამ ტყუილს - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამის შემდეგ დაალაგეს ახალი ნარატივი, საიდან ჰქონდა პენსიონერ მამას ეს შესაძლებლობა, მაშინ როდესაც თავად ლაპარაკობდნენ თვეების განმავლობაში, თავად ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ პრემიერის მამას აქვს ღვინის ქარხანა, სოფლის მეურნეობის სფეროში ბიზნესი და ა.შ.

"ამ დროს გამოჩნდა ინფორმაცია, 14 მილიონის ახალი გაფლანგვა, როგორც ჩანს, ამის ნიშნები იკვეთება, სააკაშვილის ძველ იმ ამაზრზენ ვოიაჟებში თუ აქეთ ჩამოყვანაში ვიღაც, აღარ მინდა კონკრეტულად დავასახელო, ვიზაჟისტებზე და მასაჟისტებზე რომ არაფერი ვთქვათ, ასეთი დონის კერძო ვიზიტებში და ასევე იყო საუბარი ესკობარის საფლავთან დაკავშირებით, „იმედის კვირამ“ გააკეთა ამაზე კონკრეტული სიუჟეტი. ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ცალკე ყურადღებას იმსახურებს, რას კადრულობდნენ ისინი სახელმწიფოს ხარჯებით, როგორ იყენებდნენ, როგორ ჰქონდათ სახელმწიფო და კონსტიტუცია ტანზე მორგებული, როგორ არაფრად მიაჩნდათ ხალხის ფული და როგორ ხრავდნენ ამ ყველაფერს და დღეს ფეიკებით ცდილობენ ამის გადაფარვას. შეუძლებელია, რაღაც ამაზრზენ პარალელებს ავლებენ ხოლმე. თვითონ იციან, რომ კი არაფერი ეშველება მათ მიერ ჩადენილ ასეთ დანაშაულებს, მაგრამ იქნებ რაღაც მიმსგავსებული მაინც დააბრალონ ხელისუფლებას. თქვენ რაც აღმოგჩენიათ, ახალი ინფორმაცია  რუსთავი-2-ს, ამის გადასაფარად ხდება, აქამდე გახმოვანებული რაც იყო და ახლა რაც ახალია, იმის გადასაფარად და დასაპრევენცირებლად ხდება ხოლმე ასეთი ფეიკ კამპანიების აგორება“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები