15 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ხელისუფლებამ შეერთებულ შტატებს უარი უთხრა სამხედრო ბაზების განლაგებაზე, ამერიკის საელჩო არ ადასტურებს

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ უარი უთხრა შეერთებულ შტატებს სამხედრო ბაზების განთავსებაზე - ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური მისია არ ადასტურებს.

საელჩო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ „ამერიკა-საქართველოს თავდაცვითი ურთიერთობა ეფუძნებოდა და კვლავაც ეფუძნება თავსებადობის გაძლიერებას და საქართველოს მხარდაჭერას შემდგომი აგრესიის შეკავებისა და მისი სუვერენული ტერიტორიის დასაცავად, რაც საქართველოს უკეთ ამზადებს" ნატო-ში" გაწევრიანებისთვის.

"მედიაში გავრცელებული ინფორმაციის განსამარტად: შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის, უკვე ორი დღეა ერთ-ერთი მედია საშუალება ავრცელებს ინფორმაციას, რომ„ქართულმა ოცნებამ“ 2021 წელს საქართველოში ჩამოსულ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს უარი უთხრა ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაზე. სწორედ ეს ინფორმაცია უარყო დღეს ამერიკის დიპლომატიურმა მისიამ.

დღის ამბები