20 სექტემბერი 2024,   04:37
ვრცლად
ფერებისა და ამბის განსაკუთრებულად გადმოცემის დიდოსტატის ოცნება, რომელიც თეატრის სცენაზე გაცოცხლდება - "აღსარება-მე სერგო ფარაჯანოვის" პრემიერა ახმეტელის თეატრში შედგება

ფერებისა და ამბის განსაკუთრებულად გადმოცემის დიდოსტატის ოცნება, რომელიც თეატრის სცენაზე გაცოცხლდება - ახმეტელის თეატრმა სერგო ფარაჯანოვის "ოცნება, საკუთარ თავზე" ბიოგრაფიული ფილმი გადაეღო, მისივე სცენარის მიხედვით წარმოდგენად აქცია.

საერთაშორისო აღიარების მქონე სცენარისტისა და კინორეჟისორის არცთუ ისე მარტივ ცხოვრებაზე სპექტაკლს, "აღსარება-მე სერგო ფარაჯანოვი" ჰქვია.

პირველი სპექტაკლი ქართულ თეატრალურ ცხოვრებაში, რომელიც სერგო ფარაჯანოვზე დაიდგმება პრემიერისთვის ემზადება. სცენაზე გენიალურ რეჟისორზე ერთი მთხრობელი ისაუბრებს, მსახიობების დასი კი მის ისტორიას ჟესტიკულაციით გადმოსცემს.

სპექტაკლში გამოყენებული იქნება თითქმის ყველა ის დეტალი, რითაც ფარაჯანოვის ფილმები მაყურებელს დაამახსოვრდა. "აღსარება-მე სერგო ფარაჯანოვის" პრემიერა ახმეტელის თეატრში 16 სექტემბერს შედგება.

დღის ამბები