თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ყოფილი პრეზიდენტი, დისტანციურად ერთვება.
პროცესზე ადვოკატები მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევის შუამდგომლობას დააყენებენ, რადგან მოსამართლეთა კოლეგიიდან ერთ-ერთი, საქმის განხილვაში ახალი ჩართულია. ამ კონკრეტულ საქმეში მიხეილ სააკაშვილს ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.
სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებიც.