20 სექტემბერი 2024,   03:52
ვრცლად
თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მამაკაცი, რომელსაც ავტომობილი შეეჯახა, გზაზე გადადიოდა და ქვეითთა გადასასვლელით არ სარგებლობდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები