კიდევ ერთი კინოსურათი, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ტრაგიკულ მოვლენას უკავშირდება - "იარე ლიზა" - ასე ჰქვია ნანა ჯანელიძის ახალ ფილმს. კინოსურათი ომის რეპორტიორ ქალზე გვიყვება.
ფილმს საფუძვლად უდევს ომის მონაწილეებისა და მოწმეების პირადი დღიურები და მოთხრობილი ამბები. კინოჩვენებები 27 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.