20 სექტემბერი 2024,   04:05
ვრცლად
ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - „ბაკურიანი 2025“-ის პირველი საჯარო ღონისძიება გაიმართა

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - „ბაკურიანი 2025“-ის პირველი საჯარო ღონისძიება გაიმართა კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

2025 წლის თებერვალში საქართველო ევროპის, ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. ამასთან დაკავშირებით მთაწმინდის პარკში პირველი საჯარო ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანიც ოლიმპიური ფესტივალის შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ქვეყანაში ოლიმპიზმის განვითარებაა.სტუმრებს მოძრაობის თეატრმა სპორტის სახეობებთან დაკავშირებული პერფორმანსი წარმოუდგინა.

2025 წლის შემდეგ საქართველო მეშვიდე ქვეყანა იქნება ევროპაში, რომელსაც ჩატარებული ექნება ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ორივე მნიშვნელოვანი ღონისძიება როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის სახეობებში. 

დღის ამბები