07 ოქტომბერი 2024,   00:32
ვრცლად
სოლოლაკში ავარიული შენობის კედელი ჩამოიშალა - ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა

სოლოლაკში ავარიული შენობის კედელი ჩამოიშალა. ინგოროყვას ჩიხის სამ ნომერში
მომხდარი ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ადგილზე დროულად მივიდნენ სამაშველო სამსახურისა და რაიონული გამგეობის წარმომადგენლები. შენობას ჩაუტარდა პირველადი გამაგრებითი სამუშაოები.

თბილისის მერიის განმარტებით, მფლობელის მხრიდან, მერიაში შენობის გამაგრება-რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მიმართვიანობა არ ყოფილა.

ავტორი: მაკა გოგებაშვილი

დღის ამბები