06 ოქტომბერი 2024,   22:24
ვრცლად
სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი მზად არის უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ "რეალობის გათვალისწინებით"

ბოლო ამბები უკრაინაში მიმდინარე ომიდან - ღამით ჩერკასის ოლქში აფეთქებების ხმა ისმოდა, გავრცელდა ინფორმაცია საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ.

რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქი კვლავ დაბომბეს, საღამოს იერიშის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა ამდენივე ადამიანი.

დაიღუპა 1 მშვიდობიანი მოქალაქე დონეცკის ოლქის დაბომბვისას, არიან დაშავებულებიც.

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მიკოლაივის ოლქის მიმართულებით გაშვებული "შაჰიდის" დრონი ჩამოაგდო.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დაბლოკა "ტაურუსის" შორს მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემა უკრაინისათვის, რადგან შიშობს, რომ ეს რუსეთთან დაპირისპირებას გამოიწვევს - ამის შესახებ ინფორმაციას "ვოლ სტრიტ ჟურნალი" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

შვეიცარიის პარლამენტმა კვლავ უარყო უკრაინაში იარაღის რეექსპორტი, შემოთავაზებულ ცვლილებებს მხოლოდ 48 დეპუტატი დაეთანხმა და 135-მა უარყო.

აშშ ახალ სანქციების პაკეტს აცხადებს იმ კომპანიებისა და ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ ირანული "შაჰიდის" დრონების წარმოებას.

სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი მზად არის უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ადგილზე არსებული რეალობისა და რუსეთის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამის შესახებ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. ლავროვის თქმით, მსგავსი მოლაპარაკებებისთვის პირველი ნაბიჯი უკრაინის პრეზიდენტის მიერ დიალოგის აკრძალვის განკარგულების გაუქმებაა.

დღის ამბები