06 ოქტომბერი 2024,   21:50
ვრცლად
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, „ციყვების პარკში“, სახალხო დღესასწაული „გარისობა 2023“ აღინიშნა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, „ციყვების პარკში“, სახალხო დღესასწაული „გარისობა 2023“ აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებითი აქტივობები მოეწყო.  წარმოდგენილი იყო საბავშვო გასართობი პროგრამა, ეთნობაზარი, სახელოვნებო განყოფილების ნამუშევრების, ეთნოგრაფიული და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ექსპონატების გამოფენა.

ასევე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების მიერ წარმოდგენილი ტრადიციული კერძების დეგუსტაცია გაიმართა. დღის ბოლოს გაიმართა საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია და მუსიკალური კონცერტი ჯგუფი „ქუჩის ბიჭებისა“ და ანსამბლი „ჩვენებურების“ შესრულებით.

დღის ამბები