პირველი ოქტომბრის შუალედური, რიგგარეშე არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგი ცნობილია.
შიდა ქართლში ერთმანეთის კონკურენტები პარტია „სოციალური სამართლიანობისათვის“ წარმომადგენელი მამუკა ტუსკაძე და "ქართული ოცნებიდან" გიორგი სოსიაშვილი იყვნენ. წინასწარი შედეგების მიხედვით, ტუსკაძემ 1 344 ხმა, სოსიაშვილმა კი 19 ათასზე მეტი ხმა მიიღო.
თითქმის 14 500-მა ამომრჩეველმა ერთადერთ კანდიდატს, მმართველი პარტიის წარმომადგენელს, გიორგი მაჭავარიანს მისცა ხმა გურჯაანის მერის რიგგარეშე არჩევნებზე. წინასწარი მონაცემები ცესკოს თავმჯდომარემ წარადგინა.
შეგახსენეთ, გუშინდელი არჩევნები, საქართველოში პირველად, თითქმის სრულად ელექტრონული სისტემით ჩატარდა.