06 ოქტომბერი 2024,   22:01
ვრცლად
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სასწავლო წლის დაწყება აღინიშნა - ​წელს პირველად სტუდენტები ახალი წესით ჩატარებული შემოქმედებითი კონკურსის შედეგად ჩაირიცხნენ

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სასწავლო წლის დაწყება სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა.

წლევანდელი წელი განსაკუთრებულია, რადგან პირველკურსელების ნაკადი, რომელმაც სამხატვრო აკადემიაში 2023 წელს ჩააბარა, რეფორმის შესაბამისი ახალი წესით ჩატარებული შემოქმედებითი კონკურსის შედეგად ჩაირიცხა.

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გამართულ ღონისძიებებს თეა წულუკიანი დაესწრო. კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა ფესტივალ "არტისტერიუმ 16"-ის გამოფენა - "არანაირი კომპრომისი!", ასევე ფესტივალი "დესტინოვა 2023" დაიხურა შოუთი "ხვალინდელი დღე ჯერ არ დამდგარა".

მოეწყო სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ქანდაკების მიმართულების სტუდენტების გამოფენა - "ის, რასაც შეიგრძნობ". საღამოს გაიმართა სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის მოდის დიზაინის მიმართულების სტუდენტების ღონისძიება.

დღის ამბები