შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებებს დეპუტატები დღეს სესიაზე კენჭს მეორე მოსმენით უყრიან. მანამდე კი მასზე მსჯელობა იურიდიულ კომიტეტზე იქნება. დოკუმენტის განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს.
საუბარია პაკეტზე, რომელიც აქციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით არსებული კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გულისხმობს. ცვლილების წინააღმდეგია ოპოზიცია; საკუთარი არგუმენტები აქვს მმართველ გუნდს.