15 ნოემბერი 2024,   23:44
ვრცლად
შინაგან საქმეთა მინისტრმა სხვადასხვა დეპარტამენტის დირექტორებთან თათბირი გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა სხვადასხვა დეპარტამენტის დირექტორებთან თათბირი გამართა. ვახტანგ გომელაურმა დანაყოფების ხელმძღვანელი პირებისგან კვარტალური ანგარიშები მოისმინა, გაეცნო მათ მიმდინარე და სამომავლო გეგმებს.
 
თათბირზე განხილულ იქნა საზღვრის ეფექტური მართვის მიმართულებით გადადგმული ქმედითი ნაბიჯები, ასევე, სასაზღვრო სექტორებზე არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროცესი და განხორციელებული და მიმდინარე საკანონმდებლო რეფორმები. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სხვადასხვა დეპარტამენტში განხორციელებულ სიახლეებსა და პროექტებს და უწყების მიერ შემუშავებულ კანონპროექტებს.
დღის ამბები