15 ნოემბერი 2024,   23:44
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, შეხვედრა გამართა ევროკომისიის პრეზიდენტთან. მთავრობის მეთაურმა, ურსულა ფონ დერ ლაიენს, 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტს განუმარტა, რომ ხელისუფლების მხრიდან რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი უკვე შესრულებულია.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მან პარტნიორებს კიდევ ერთხელ აუხსნა, რომ სტატუსის მინიჭება საქართველოში პოლარიზაციას მნიშვნელოვნად შეამცირებს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ მაქსიმუმს გააკეთებს, რათა ამ პროცესში საქართველოს პროგრესი ადეკვატურად დაფასდეს.

დღის ამბები