06 ოქტომბერი 2024,   21:11
ვრცლად
სოფელ ძევერაში, იძულებით გადაადგილებულ 10 ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადასცეს

გორში, სოფელ ძევერაში, დევნილი ოჯახებისთვის სახლები აშენდა. იძულებით გადაადგილებულ 10 ოჯახს ახალი საცხოვრებლის გასაღები დევნილთა სააგენტოს დირექტორმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გადასცეს.

ეგრეთ წოდებულ საზღვრისპირა სოფელში, დევნილი ოჯახებისთვის სახლები გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში აშენდა და სრულად გარემონტდა.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ჩართულობით, იგეგმება მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც.

დღის ამბები