რას ფიქრობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე - პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ყველა ელის სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა მისი შეფასებით, იმპიჩმენტი ვერ დაეხმარება დეპოლარიზაციას და პირიქით, კიდევ უფრო გამწვავებს მას.
"ეს საკონსტიტუციო სასამართლოს მისაღები გადაწყვეტილებაა. ვხედავ, რომ ორივემ, პრეზიდენტისა თუ მმართველი გუნდის მხარეებმა უკვე წარმოადგინა საკუთარი არგუმენტები. ყველა ველით სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. მე შემიძლია ვთქვა ის, რაც ბევრჯერ გვითქვამს და რაც თბილისში ჟოზეფ ბორელმაც თქვა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი ვერ დაეხმარება დეპოლარიზაციას და პირიქით, კიდევ უფრო გამწვავებს მას, რაც ბოლო დღეებში ვნახეთ კიდეც. რთულია იმის თქმა, თუ რა გავლენა ექნება ამ პროცესს კანდიდატის სტატუსის მიღებაზე, შემიძლია გითხრათ ის რაც ისედაც ცხადია, რომ ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუციები არის პრიორიტეტი ნომერი ორი, იმპიჩმენტი კი ძლიერ ინსტიტუციებს არ უწყობს ხელს," - აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.