ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბოსლევში 6 კილომეტრიანი წყლის მაგისტრალი მოეწყო. სოფელში სადაც 100-ამდე ოჯახია , 80-იანი წლების შემდეგ მთავარ პრობლემას მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა წარმოადგენდა.
სამუშაოები უკვე დასრულებულია, პროექტის ჯამური ღირებულება 400 000 ლარია. წყლის სისტემის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდმა დააფინანსა. ამიერიდან სოფელს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება.