15 ნოემბერი 2024,   19:44
ვრცლად
ჯოზეფ ბორელის ცნობით, ისრაელში არსებულ ვითარებაზე ევროკავშირში საგანგებო სხდომა გაიმართება

ისრაელში არსებულ ვითარებაზე ევროკავშირში ხვალ საგანგებო სხდომა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია ჯოზეფ ბორელმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა.საგანგებო რეაგირების კომიტეტის სხდომის გამართვას გეგმავს ბრიტანეთიც.

რაც შეეხება ირანის პოზიციას ის უარყოფს მონაწილეობას „ჰამასის“ მიერ ისრაელის შიგნით განხორციელებულ თავდასხმებში.მედიის ინფორმაციით, ირანი მტკიცედ უჭერს მხარს პალესტინას, თუმცა არ არიან ჩართული ქმედებებში.

"გაერო-ში" ირანის მისიის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პალესტინის მიერ მიღებული მტკიცე ზომები წარმოადგენს სრულიად ლეგიტიმურ დაცვას „შვიდი ათწლეულის მჩაგვრელი ოკუპაციისა და არალეგიტიმური სიონისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი საშინელი დანაშაულებისგან“.

დღის ამბები