23 აგვისტო 2026,   19:18
ვრცლად
ვარძიაში მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის მესამე ეტაპის ფინალი გაიმართა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, ვარძიაში მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის მესამე ეტაპის ფინალი გაიმართა. დააჯილდოვეს გამარჯვებულები.

ვაჟებს შორის ჩემპიონის ტიტული თემურ მაკიევმა მოიპოვა, გოგონათა შორის ჩემპიონი მედეა გვინჩიძე გახდა. შეჯიბრების მიზანია, საქართველოში მშვილდოსნობის განვითარება და პოპულარიზაცია, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა და სამომავლოდ ქართველი მშვილდოსნების საერთაშორისო ასპარეზზე გასასვლელად მომზადება.

დღის ამბები