15 ნოემბერი 2024,   23:49
ვრცლად
ვენეციის კომისია საქართველოს სასამართლო რეფორმის შესახებ დასკვნას აქვეყნებს

ვენეციის კომისია, საქართველოს სასამართლო რეფორმის შესახებ დასკვნას აქვეყნებს.
ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანო მიესალმება 2023 წლის ივნისსა და სექტემბერში მიღებულ ზოგიერთ შესწორებას, მაგრამ აღნიშნავს, რომ რეკომენდაციების ნაწილი ჯერ გათვალისწინებული არ არის.

გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, აუცილებელია შესრულდეს პირველი ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას გულისხმობს. ვენეციის კომისია შეუსრულებლად მიიჩნევს რეკომენდაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეთა გადაყვანის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ.

ტექსტში აღნიშნულია, რომ გათვალისწინებულია რეკომენდაცია მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურის გადახედვასთან დაკავშირებით. ვენეციის კომისია გამოთქვამს მზადყოფნას, საქართველოს ხელისუფლებასთან და პარლამენტთან დახმარების მიზნით, მომავალშიც თანამშრომლობის შესახებ.

დღის ამბები