ახალციხეში "ღვინის დღეები" გალა კონცერტით დასრულდა. მსმენელის წინაშე ანსამბლი "შვიდკაცა" და ჯგუფი "რეზო და ბავშვები" წარდგნენ. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული ფესტივალი ახალციხის ციხის ტერიტორიაზე გაიმართა.
მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილობრივი მეღვინეების პროდუქცია დაეგემოვნებინათ, მონაწილეობა მიეღოთ მესხური ტრადიციული კერძების მასტერკლასებში, მოეწყო ასევე სომელიეს სესიები და ღვინის კოქტეილების დეგუსტაცია. სპეციალური აქტივობები იყო გათვალისწინებული პატარებისთვის.