06 ოქტომბერი 2024,   21:42
ვრცლად
"ღვინის დღეები" სიყვარულის ქალაქში - საქართველოში ღვინის კვირეული გრძელდება

ღვინის სამშობლოში, ღვინის კვირეული გრძელდება. გამოფენა - გაყიდვა, ადგილობრივი კერძების დაგემოვნება, საგამოფენო, შემეცნებითი და გასართობი სივრცეები. სიღნაღში, ფესტივალს მთელი დღის განმავლობაში ყველა ასაკის ადამიანი სტუმრობს.

დღეს, "ღვინის დღეების" მასპინძელია ოზურგეთი. ჭადრების პარკში, სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ ქართული ღვინო, ადგილობრივი და მოწვეული შეფ-მზარეულების კერძები. სხვადასხვა მასტერკლასებით და მრავალფეროვანი ღონისძიებით დატვირთულ საფესტივალო დღეს, კონცერტი დაასრულებს.

"ღვინის დღეების" ფარგლებში, "ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი-შედეგები და სიახლეები" - კონფერენცია გრძელდება. 11 ქვეყნის 22 მეცნიერი, ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის უკვე ჩატარებულ, სამომავლო კვლევებზე და მიღებულ შედეგებზე კიდევ ორი დღის განმავლობაში ისაუბრებენ.

”ღვინის დღეებს” ხვალ, საგარეჯო და მარტვილი უმასპინძლებს. ფესტივალმა, რომელიც 23 მუნიციპალიტეტს მოიცავს და 850 მდე მეღვინე იღებს მონაწილეობას, ყოველწლიური სახე მიიღო. ”ღვინის დღეები საქართველოში”, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით წელს მეორედ იმართება.

დღის ამბები