06 ოქტომბერი 2024,   20:00
ვრცლად
არავის არ ვუღებ კარს...ძალიან საშიშია, ისინი ტერორისტები არიან, იმალებიან და არ ვიცით რა დროს რას გააკეთებენ - რას ამბობს ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე

აქამდე სირენების ხმას არაფრად ვაგდებდით და შეგუებულები ვიყავით, მაგრამ დღეს ძალიან საშიშია. ისინი ტერორისტები არიან, იმალებიან და არ ვიცით რა დროს რას გააკეთებენ, ხო ვნახეთ რაც გააკეთეს?! არა რის გამორიცხული კიდევ გაიმეორონ, - ამის შესახებ ისრაელში, ქალაქ ხულონში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ, მაია დავარაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ხულონში ბევრი საჯარო დაწესებულება დაკეტილია, თუმცა სხვა ტიპის დაწესებულებები ფუნქციონირებს, მათ შორის შეუფერხებლად მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

"ბევრი საჯარო სამსახური დაკეტილია, მათ შორის, ჩემი სამსახურიც დაკეტილია. ვითარების პირველივე დღეს დაგვირეკეს და გაგვაფრთხილეს, რომ არ მივსულიყავით. ჯერ არ ვიცით როდის დაბრუნდება, უნდა ვნახოთ როგორ განვითარდება სიტუაცია. ჩვენთან სხვა დანარჩენი თითქმის ყველაფერი ღიაა, მათ შორის საკვების მაღაზიები, აფთიაქები, საავადმყოფოები. საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებაც შესაძლებელია, თუმცა ქუჩაში გასვლა არის საშიში. მე პირადად არავის არ ვუღებ კარებს თუ არ შევამოწმე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქალაქი სხვებთან შედარებით მშვიდია, სირენების ხმა აქაც ისმოდა. აქამდე, სირენების ხმას არაფრად ვაგდებდით და შეგუებულები ვიყავით, მაგრამ დღეს ძალიან საშიშია. ისინი ტერორისტები არიან, იმალებიან და არ ვიცით რა დროს რას გააკეთებენ, ხო ვნახეთ რაც გააკეთეს და არა რის გამორიცხული კიდევ გაიმეორონ", - განაცხადა მაია დავარაშვილმა.

დღის ამბები