საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა, 12 ოქტომბერს, მატჩამდე ერთი დღით ადრე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
ვარჯიშის დაწყებამდე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია გაიმართა. მთავარ მწვრთნელთან ერთად, მედიის კითხვებს საქართველოს ნაკრების წევრმა, ბუდუ ზივზივაძემ უპასუხა.
საქართველოსა და ტაილანდის ნაკრებების შეხვედრას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. მატჩი დღეს, 20:00 საათზე დაიწყება.