უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ვიქტორ ორბანი და მისი მეუღლე ანიკო ლევაი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა მეუღლემ, ნუნუკა თამაზაშვილმა გააცილეს.
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი 10 ოქტომბერს ეწვია. ვიქტორ ორბანი თბილისში მეუღლესთან და სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.