06 ოქტომბერი 2024,   20:10
ვრცლად
უკრაინაში ვითარება კვლავ დაძაბულია - რუსეთმა ხერსონის და მიკოლაევის ოლქებში შეტევისთვის უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა

უკრაინაში ვითარება კვლავ დაძაბულია. განგაში იყო ხერსონის და მიკოლაევის ოლქებში. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალამ უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა. დრონები საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა.

მძიმე ვითარებაა ფრონტის ხაზზე. რუსეთი ავდეევკის მიმართულებით მასშტაბურ შეტევას უკვე მესამე დღეა აწარმოებს. რუსული არმია იყენებს ვერტმფრენებს, არტილერიას და მძიმე ტექნიკას. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, საოკუპაციო ძალამ ქალაქის მისადგომებთან 4 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიკავა, თუმცა სტრატეგიული ობიექტები კვლავ უკრაინელი სამხედროების ხელშია.

დღის ამბები