18 ოქტომბერი 2024,   09:17
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილსაქვს ასეთი დავალება, რომ სცადოს ქვეყნის გაყვანა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, ნებისმიერ ასეთ ქმედებას ექნება სათანადო რეაგირება - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მომავალშიც უხეშად დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუცია. მისი თქმით, მათთვის უკვე სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად არის საქართველოს პრეზიდენტი.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მას შემდეგ გააკეთა პირველი შეფასება, როდესაც კენჭისყრის შედეგებით, პრეზიდენტიუს იპმიჩმენტი ვერ შედგა. 

"მე არ გამოვრიცხავ, რომ სალომე ზურაბიშვილმა მომავალშიც უხეშად დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუცია. მას აქვს ასეთი დავალება, რომ სცადოს ქვეყნის გაყვანა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, რაც ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან არ იქნება დაშვებული, ნებისმიერ ასეთ ქმედებას ექნება სათანადო რეაგირება. სალომე ზურაბიშვილი ჩვენთვის უკვე მხოლოდ ფორმალურად არის საქართველოს პრეზიდენტი, შესაბამისი კანონმდებლობის ფარგლებში, პროტოკოლის ფარგლებში, რა თქმა უნდა, შეიძლება გარკვეულ ღონისძიებებში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილი რჩება ფორმალურ პრეზიდენტად და ის იქნება სინამდვილეში ჩვენთვის ნაცმოძრაობის პრეზიდენტი.

სინამდვილეში ეს სურათი, რაც იხილა საზოგადოებამ სხდომათა დარბაზში, არის იმ ალიანსის ლუსტრაცია, რომელიც არის ჩამოყალიბებული სალომე ზურაბიშვილსა და დანარჩენ რადიკალურ ოპოზიციას შორის. ეს იყო მიზეზი, რატომაც ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე სალომე ზურაბიშვილს უწოდებდნენ აგენტ-ჯაშუშს და ათას უბედურებას, დღეს მხარს უჭერენ მის მირ თანამდებობის შენარჩუნებას, იმიტომ რომ ისინი არიან ალიანსში ერთად,“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები